შენგელიას კარგი მატჩი – “ვირტუსმა” ევროლიგაში “მილანი” დაამარცხა [VIDEO]

ევროლიგის მორიგ ტურში “ვირტუსმა” “მილანი” დიდი ანგარიშით, 90:70 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში თორნიკე შენგელია მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 19 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 1 დაფარება მიითვალა.
ამრიგად, 9 გამარჯვებითა და 24 მარცხით “ვირტუსი” ევროლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე იმყოფება, ბოლონიელები მორიგ შეხვედრას 7 აპრილს, სტუმრად “ტრევიზოსთან” გამართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში