შემოსავლების სამსახურმა ლილოში ის მაღაზიები და საწყობები დალუქა, სადაც პიროტექნიკა იყიდებოდა

შემოსავლების სამსახურმა ლილოს ბაზრობაზე ის მაღაზიები და საწყობები დალუქა, სადაც საახალწლო პიროტექნიკა იყიდებოდა. ადგილზე მომუშავეები “პირველებთან” ყვებიან, რომ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ლილოს ბაზრობაზე გვიან ღამით მივიდნენ და დიდწილად მაღაზიები ისე დალუქეს, რომ მეპატრონეებმაც არაფერი იცოდნენ.
დილას რომ მოვედი , უკვე დაკეტილი იყო ყველაფერი, – ამბობს ერთ-ერთი გამყიდველი.
თვითონ რომ სცემენ, ეგ არა უშავს. თვითონ არ მოეწონათ, რაც მოხდა. ახლა უკვე თვითნაც იგემონ, – ამბობს კიდევ ერთი გამყიდველი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში აქციებზე მომიტინგეები სპეცრაზმის წინააღმდეგ ფერად ბოლს და ფოიერვერკებს იყენებს, რათა სპეცრაზმისგან როგორმე თავი დაიცვან

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)