შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ იაპონიის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ იაპონიის დელეგაციის წევრებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ, ინიცირებული პროექტის ფარგლებში უმასპინძლა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ JICA-ს საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს უმასპინძლა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, პროექტის – „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე ს პორტში ტვირთის სკანირების აღჭურვილობის გაუმჯობესება” მხარდაჭერის მომზადებისა და დამტკიცების ასპექტები განიხილეს.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოიაზრება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისთვის სატვირთო და სარკინიგზო რენტგენო-სკანერების სისტემების გადმოცემა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ხელი მოაწერა საოქმო ჩანაწერს, რომელიც ხელს შეუწყობს პროეტის განხორციელებას და საქართველოს საბაჟო საზღვარზე, სატრანსპორტო საშუალებების/კონტეინერების რენტგენო ინსპექტირების პროცესში მაღალტექნოლოგიური სისტემების გამოყენებას.
შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა