შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს მთავარი ანალიტიკოსი ნატო ბოლქვაძე წერს, რომ პროევროპულ აქციებში მონაწილეობისა და აქციაზე დგომისთვის გამოწერილი ჯარიმის გამო – სამსახურიდან გაათავისუფლეს.
შემოსავლების სამსახურის შესაბამის ბრძანებას ის Facebook-ზე აქვეყნებს. ბრძანების თანახმად, ის სამსახურიდან “შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო” მოხსნეს.
“შემოსავლების სამსახურმა, 2 მაისიდან შეიტანა ცვლილება შინაგანაწესში, რომლითაც შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტს მიეცა უფლება აწარმოოს თანამშრომელთა დისციპლინური დევნა საერთოდ ყველაფერზე”, – წერს ის Facebook-ზე.