შემოსავლების ზრდის ფონზე TikTok-ის მფლობელი ByteDance-ის ღირებულებამ $330 მილიარდს გადააჭარბა

TikTok-ის მფლობელი კომპანიის, ByteDance-ის შეფასებამ $330 მილიარდს გადააჭარბა. ამ ნიშნულს კომპანიამ მას შემდეგ მიაღწია, რაც თანამშრომლებისგან აქციების გამოსყიდვის ახალი პროგრამის შესახებ გახდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ბოლო ექვს თვეში შეფასება 5.5%-ით გაიზარდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მსგავსი შედეგი მხოლოდ ხსენებულ პროგრამასთან არ არის დაკავშირებული.
მეორე კვარტალში ByteDance-ის შემოსავლები 25%-ით გაიზარდა და $48 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სოციალური მედიის ინდუსტრიაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია და მცირედით უსწრებს ცუკერბერგის Meta-ს კვარტალურ შემოსავალს.
მრავალი კონკურენტისგან განსხვავებით, ბოლო თვეებში გაზრდილი შემოსავლები ByteDance-ს საშუალებას აძლევს, თანამშრომლებისაგან აქციების გამოსყიდვის პროცესი თავად დააფინანსოს და ფინანსური დახმარება კომპანიის გარეთ არ ეძებოს. ცხადია, ასეთი სცენარი ByteDance-ისთვის მოგებიანი ვერ იქნებოდა.