“შემოვუარე დედას სამუდამო სამყოფელში საბურთალოს სასაფლაოზე, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა მადლობა, რომ ბავშვობიდან მასწავლა საქართველოს სიყვარული…”-

“შემოვუარე დედას სამუდამო სამყოფელში საბურთალოს სასაფლაოზე, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა მადლობა, რომ ბავშვობიდან მასწავლა საქართველოს სიყვარული…”-
ნიკოლოზ რაჭველმა საკუტარი დაბადების დღეზე დედის საფლავი მოინახულა და ემოციური სტატუსი დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“შემოვუარე დედას სამუდამო სამყოფელში საბურთალოს სასაფლაოზე, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა მადლობა, რომ ბავშვობიდან მასწავლა საქართველოს სიყვარული, რომ 9 აპრილის ღამეს თან ვყავდი რუსთაველზე, რომ მასწავლა რწმენა, გადმომდო სიკეთის კეთების სიხარულის განცდა, რომ მასწავლა ნამდვილის გარჩევა სიყალბისგან, რომ მასწავლა უფროსების და უმცროსების პატივისცემა (ჩემს კლასელებსაც კი თქვენობით მიმართავდა), რომ მასწავლა სხვისი შრომის და ნიჭის დაფასება, რომ დამიტოვა სწორი ღირებულებებისაკენ სწრაფვის უნარი…

მისი დამსახურებაა, რომ დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოსალოც შეტყობინებებში მადლობას მიხდის იმ პოზიციონერობისთვის, რაც დღევანდელ რთულ ვითარებაში მაქვს და გამოვთქვამ…

დიდი მადლობა მას, რომ ახლაც მიცავს და მაძლიერებს! დიდი მადლობა თქვენ, რომ გიყვარვართ, მგულშემატკივრობთ და გიხარიათ ჩემი კარგი სიახლეები. მეც შევეცდები შემდგომ წლებში კიდევ უფრო მეტი მოვასწრო მუსიკისა და სამშობლოს სამსახურში!“

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს