შემოვიღეთ პროგრესული სიახლე, რომლითაც, ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დაესმება ყველანაირ სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით – გიორგი ცაგარეიშვილ

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ელექტრონული საარჩევნო სისტემა პროგრესული და გამჭვირვალეა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დაასრულებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არსებულ სპეკულაციებს.
“ძალიან პროგრესული ცვლილებით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მიღწევაა, ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დაესმება ყველანაირ სიმულაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ვინმემ გაბედოს და ამ ქვეყანაში გაამრუდოს ქართველი ხალხის არჩევანი, გააყალბოს არჩევნები. ამ შეგნებით განვახორციელეთ ეს ცვლილებები. შემოვიღეთ პროგრესული სიახლე, რითაც ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დაესმება ყველანაირ სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის გამჭვირვალე, ღია სისტემა, რომელიც სწრაფად, ხარისხიანად დაითვლის საარჩევნო ხმებს”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა