„შემთხვევითი არ არის, რომ რამდენიმე აქციაზე ვერ დამინახეთ“ —

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია კოორდინირებულად მუშაობს და როლები განაწილებულია საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაბათილებისა და საერთაშორისო გამოძიების მისაღწევად.
ნიკა გვარამიამ ამის შესახებ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან პროევროპული ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა, როდესაც მას დაანონსებული კარვების აქციის შესახებ ჰკითხეს.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარვების საკითხი გავაჩერეთ, ძალიან ცდება. ბევრი კარავი შევაგროვეთ. დიდი კარვებიც, მათ შორის. შემთხვევითი არ არის, რომ რამდენიმე აქციაზე ვერ დამინახეთ, მე მაქვს სხვა საქმე. როლები განაწილებული გვაქვს, კოალიციის შიგნით და ზოგადად ოპოზიციაში. საქმე ძალიან ბევრია და ყველა ვმუშაობთ ჩვენ-ჩვენი მიმართულებით, რომ ჩვენი მოქმედებები იყოს კოორდინირებული“, — თქვა .

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ