“შემზარა, რაც უკრაინის შიდა დერეფნებში ხდება” – ლაგაზიძე

საქართველოს შიდა სამზარეულოს ვიღა ჩივის, შემზარა, რაც უკრაინის შიდა დერეფნებში ხდება, ეს გაცილებით მძიმე შედეგების მომტანია ისედაც შერყეული საერთაშორისო წესრიგისა და უსაფრთხოების სისტემისთვის. უკრაინის მიერ გაღებული მსხვერპლის ფონზე გამაოგნებლად დრამატულია, რასაც ვუსმენთ და ვუყურებთ უკრაინის მომავლისთვისაც და დასავლეთისთვის, ზოგადად, როგორც ღირებულებისთვის… თუ ამ სკანდალის მასშტაბები ძალიან გაიზრდება, ეს ერთის მხრივ, უკრაინელებში დასავლეთის საწინააღმდეგო განწყობებს გააღვივებს, მეორეს მხრივ – საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას გარდაუვალს გახდის და შემდეგ უკვე, უკრაინის იძულებას მისთვის არასასურველ ზავზე რუსეთთან. ყველაფერი ეს წარმოუდგენლად აძლიერებს რუსეთ-ჩინეთ-ირანის ღერძს მიმდინარე მეორე ცივ ომში, რომლის ცხელ ფაზებს ვუყურებთ უკრაინასა და ისრაელში. და ისევ საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, გაფურჩქნავს და გაანოყიერებს “ოცნების” “აბა ომი გინდა” და “ომის პარტიის” რიტორიკას, რაც უფრო მეტად მოახლოვდება არჩევნები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა