„შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ისინი უკრაინისთვის ულტიმატუმს განიხილავენ“ – ზელენსკი აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებებზე

შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ისინი უკრაინისთვის ულტიმატუმს განიხილავენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, -ისა და ს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, არასდროს დათანხმდება რუსეთის ულტიმატუმებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საუდის არაბეთში გამართულ რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.
„მაქვს შთაბეჭდილება, რომ ახლა მიმდინარეობს რაღაც მოლაპარაკებები და იმავე განწყობით მიმდინარეობს, მაგრამ ისინი მიმდინარეობს რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის. უკრაინის შესახებ, კვლავ უკრაინის შესახებ და უკრაინის გარეშე. საინტერესოა, თუ ჩვენ ყველაზე რთულ მომენტში არ დავთანხმდით ამ ულტიმატუმებს, საიდან არის ასეთი შეგრძნება, რომ ახლა ამას დათანხმდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქით, „არანაირი შეთანხმებები არ ყოფილა რუსებთან არც კიევის ოლქის ოკუპაციის დროს, არც ბელარუსში შეხვედრისა და არც თურქეთში შეხვედრის დროს“.
„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტს, არავისთვის არაფრის გარანტია არ მიმიცია, არავისთვის არაფერი არ დამიდასტურებია. მით უმეტეს, რუსეთის ულტიმატუმებზე დათანხმებას არ ვაპირებდი და არც ვაპირებ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ