რიგაში, ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე ფილიპინებმა ლატვია 89:80 დაამარცხა.
ფილიპინებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს, რომელიც 16 ქულით მოიგეს, შემდეგ 28 ქულითაც დაწინაურდნენ, ბოლოს მასპინძლებმა გაიბრძოლეს და საბოლოოდ სხვაობა 9 ქულამდე შეამცირეს.
შეგახსენებთ, პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან 55:83 წააგო, დღეს ფილიპინებს დაუპირისპირდება და ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე მეორე ადგილით გასასვლელად 20 ქულით მოგება სჭირდება.
საქართველოსა და ფილიპინების ეროვნული გუნდების შეხვედრა თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/9d04e8478b586d5c5cdb0521ce2a11b0-85QQXM-300x211.jpeg)