შეიხა, რომელიც არჩია “ოცნებამ” ზურაბ პოლოლიკაშვილს – დეტალები

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე შეიხა ალ ნოვაისი აირჩიეს – არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს მხარი კენჭისყრაზე 24-მა ქვეყანამ დაუჭირა.
შეიხა ალ ნოვაისი ზურაბ პოლოლიკაშვილს ჩაანაცვლებს, რომლის კანდიდატურაც “ქართულმა ოცნებამ” მიმდინარე წელს გაიწვია. ამასთან, ივანიშვილის რეჟიმმა დაადასტურა, რომ მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატურას დაუჭერდა.
ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, ექსპერტთა წრეში გაჩნდა ეჭვები, რომ ოლიგარქის გუნდი გაერთიანებულ საამიროებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. კერძოდ, ექსპერტების ვარაუდით, “ოცნებამ” ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გაწვევის სანაცვლოდ, საამიროებს ს მილიარდების ყოფილი მმართველის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და ქართული მხარისთვის გადმოცემა მოსთხოვა.