შეიწყალებს თუ არა, ეს არავინ იცის, მაგრამ ფაქტია მან გადააფასა არასწორი შეხედულებები – რომან გოცირიძე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სააკაშვილის შესაძლო შეწყალების განცხადებაზე

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს? “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს “ნაციონალური მოძრაობის” დე ფაქტო თავმჯდომარეს უწოდებს. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ განსხვავებული კომენტარი არ გაკვირვებიათ, თუმცა აქვე პრეზიდენტს შეახსენებენ იმ რეაქციას, რაც შესაძლოა სააკაშვილის შეწყალებას მოჰყვეს.
განსხვავებული შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. ს ყოფილი თუ მოქმედი პარტნიორები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის პოზიცია არა უპრინციპობის, არამედ მოქნილობის დემონსტრირება და შეცდომის გამოსწორების მცდელობაა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტები” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, არავინ იცის პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს.
“თუ ადამიანი ცდება და შემდეგ ამას გამოასწორებს, ეს უპრინციპობა კი არ არის, მოქნილობას და ობიექტურობის გზაზე დადგომას, გონიერებას ნიშნავს. მისი ეს განცხადება, სწორედ მისი ეს ძველი, მცდარი განცხადების შეცვლის ერთგვარი მცდელობაა. შეიწყალებს თუ არა, ეს არავინ იცის, მაგრამ ფაქტია მან გადააფასა მისი არასწორი შეხედულებები,” – აცხადებს .
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. მისი თქმით, ეს ევროპული და ეროვნული გადაწყვეტილება იქნება.
“იმედი მაქვს, რომ განსაკუთრებით ახლა, როცა საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ევროპამ დაინახოს რეალურად, რომ ქვეყანა წინ მიიწევს ევროინტეგრაციის გზაზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ევრორეკომენდაციის შესრულება, ხოლო დეპოლარიზაცია შეუძლებელია, როდესაც სააკაშვილი იმყოფება უკანონო ტყვეობაში”, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს არ იწყალებს, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე: ტრამპის ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს, ჩვენ გვაწყობს ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და „დიფ სტეიტის“ დამარცხება