შეიძლება სერიოზული სკანდალი იყოს, რადგან არსად იძებნება ამ 13 ქვეყნის თუ ელჩის, განცხადება. ევროკავშირის საიტზე არ არის, ამის არანაირი წყარო არ არსებობს

შეიძლება სერიოზული სკანდალი იყოს, რადგან არსად იძებნება ამ 13 ქვეყნის თუ ელჩის, განცხადება. ევროკავშირის საიტზე არ არის, ამის არანაირი წყარო არ არსებობს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ საქართველოს საკითხზე ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების ერთობლივი განცხადების შესახებ, რომელიც „ინტერპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა, გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
მისი თქმით, ეს შეიძლება დიდი სკანდალი იყოს, რადგან გავრცელებული ინფორმაციის წყარო არ არსებობს. „სერიოზული სკანდალი შეიძლება იყოს. ერთი უცნაური ამბავია, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ წინასწარ გეტყვით რაც ამ ეტაპზე ვიცი. არსად იძებნება ამ 13 ქვეყნის თუ ელჩის, განცხადება.
ახლა ვარკვევთ პირველი სად დაიდო. რაც ჩვენ ვიცით რომელიღაც სააგენტოა პირველწყარო ამ განცხადების და ვინ მიაწოდა, რა მოხდა. ევროკავშირის საიტზე არ არის, თუ არ ვცდები, საფრანგეთის და გერმანიის საელჩოებს საქართველოში, იქაურს არც საგარეოს, არავის, არც რომელიმე დეპარტამენტს არ აქვს მსგავსი განცხადება, „ipn”-ის ლინკი უდევს ორ საელჩოს ამ ცამეტიდან, მე რაც ვიცი, დღეს რაც მოვიძიე. არანაირი წყარო ამის არ არსებობს. და რა ხდება, მოდი ერთად გავარკვიოთ. ეს უცნაურობა მოკლე დროში რატომ მოხდა?! 2-3 დღეა დარჩენილი, ვინ მოასწრებს მაგის გამოძიებას და მოდი ეს განცხადება შევაგდოთო.“-განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ