„შეიძლება, ივანიშვილის კავშირი მოსკოვთან უფრო მჭიდრო გახდა“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, აცხადებს, რომ შესაძლოა, ს კავშირები რუსეთთან კვლავაც აქვს და ისინი კიდევ უფრო მჭიდრო გახდა.
„პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ შეთქმულების თეორიაში შესვლა არ სურს, თუმცა უჭირს ახსნა, თუ რატომ შემოუბრუნდა მმართველი პარტია ევროინტეგრაციას. ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად მან სწორედ ივანიშვილის რუსეთთან კავშირები დაასახელა.
ზურაბიშვილმა ამ ინტერვიუში სხვა საკითხებზეც ისაუბრა. მისი თქმით, „ოცნებას“ გაუჭირდება ურთიერთობების გამოსწორება -სთან და ევროკავშირთან, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაშიც.
პრეზიდენტმა აგრეთვე ისაუბრა არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების სცენარზე და აღნიშნა:
„თუ პროევროპული ძალები და [ქართული] ქარტიის ხელმომწერები გაიმარჯვებენ, ალბათ, მათთან ვიქნები, რათა ქარტია შემდეგ ევროპულ საბჭომდე მივიტანოთ და ვუზრუნველყოთ [ევროკავშირში გაწევრიანების] მოლაპარაკებების გახსნა. რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყო. ეს ჯერ კიდევ გადასაწყვეტია“.