ქვეყნის გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები საქართველოში ქონების გადასახადთან დაკავშირებული გაურკვეველი რეგულაციების წინაშე დგანან- შედეგად, ათასობით ოჯახი დაბნეულია: ვის ეკისრება გადასახადი, რა შემთხვევაში ითვლება პირი რეზიდენტად და როგორ განისაზღვრება გადასახადის ოდენობა.
“კომერსანტი” კითხვებზე საპასუხოდ ეკონომისტ რომან გოცირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
,,რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა და მათი ოჯახის წევრებმა ქონების გადასახადთან დაკავშირებით. ემიგრანტებს მთავრობა ქონების გადასახადდთან დაკავშირებით არაფერს უხსნის, რადგან არ აწყობს, კარგს ვერაფერს ეტყვის. არ უნდათ მილიონამდე ადამიანის და აქ მყოფი მათი ოჯახის წევრების გაბრაზება. არა და დიდი გაუგებრობაა და ხალხი დაბნეულია. რამდენიმე რამე უნდა ვიცოდეთ ამ შემთხვევაში:
პირველ რიგში რეზიდენტობაა დასადგენი. გუშინ ამერიკიდანაც მომწერეს, რომ ფულს არა ნათესავის, არამედ საკუთარ ანგარიშზე რიცხავს ქართულ ბანკში. ასეთ შემთხვევაში არ იქნება სწორი რაიმე რჩევის მიცემა. ეს ისეთი დეტალებია, რომელიც ოფიციალურად უნდა გადამოწმდეს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ხალხს ელაპარაკოს, განუმარტოს, უთხრას როდის აპირებენ ახალი, დროის ადეკვატური კანონის მიღებას, ავრცელებენ განცხადებას, რომ ნუ პანიკობთ, არაფერი შეცვლილა კანონში, ტელევიზიები და ექსპერტები ძაბავენ ვითარებასო. პრობლემა სწორედ ისაა, რომ მართლაც არაფერი შეცვლილა და ასეულ ათასობით ადამიანს უწევს უკვე ამ გადასახადის გადახდა შემოსავლებისა და ფასების ზრდის გამო და არც კი იციან ეს. ეს ადამიანები რეპრესიების პოტენციური სამიზნეები შეიძლება გახდნენ.
კანონი თუნდაც იმიტომ არის შესაცვლელი, რომ ქონების შეფასებას ახდენს თავად გადამხდელი. ერთ სადარბაზიში მცხოვრებმა ორმა პირმა ორი აბსოლუტურად განსხვავებული თანხა შეიძლებს ჩაწეროს დეკლარაციაში. ასეთი წესი ხელისუფლების ხელში ძალიან საშიში ბერკეტია. ამაზე წლებია საერთაშორისო სავალუტო ფონდიც მიუთითებს. როდესაც საკითხი ერთ მილიონამდე ჩვენს მოქალაქეს ეხება, ამაზე ხელისუფლება ადეკვატურად უნდა რეაგირებდეს”,- აღნიშნულია პოსტში.

 
				 
								
 
								

