„შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი“ – ამ მოთხოვნით ბათუმში პროკურატურასთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ

„შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი“, – ამ მოთხოვნით ბათუმში პროკურატურასთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მე-16 დღეა შიმშილობს, რაც მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ჟურნალისტები პროკურატურას მიმართავენ.
„მზია ამაღლობელი შიმშილობს და ხაზს უსვამს უსამართლო გადაწყვეტილებებს, როგორც მის, ასევე, სხვა პოლიტპატიმრებზეც. ის არის სინდისის პატიმარი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს. პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გათავისუფლდეს“, – აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები