შეიქმნას წინააღმდეგობის პლატფორმა პროევროპული სპექტრის მონაწილეობით – ზურაბიშვილის ინიციატივა

დღეს, 2025 წლის 31 მარტს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34 წლის თავზე, მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო დემონსტრაციების 124-ე დღეს თბილისში მასშტაბური დემონსტრაცია დაიწყო.
ამ წუთებში აქციაზე შეკრებილებს მიმართავს , რომელიც წინა კვირას ბალტიის ქვეყნებში – ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში – იმყოფებოდა.
მან განაცხადა, რომ საზოგადოების მიზნების მისაღწევად, ქუჩის პროტესტთან ერთად, საჭიროა, რომ „ბრძოლას მიეცეს პოლიტიკური ფორმატი“ და „შეიქმნას წინააღმდეგობის პლატფორმა პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით“.
„დღეს თქვენს წინაშე საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, პლატფორმის მთავარი პრინციპი არის ის, რომ იგი ღია იქნება ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, „ვინც მზად არის გვერდზე გადადოს პოლიტიკური შეუთავსებლობები“.
მისი თქმით, ამ ძალებმა უნდა გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მზიანი:
· „დაინიშნოს ახალი სამართლიანი
· „გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები“.
აქციაზე დემონსტრანტების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა ბანერებს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის უკან მდგარ დემონსტრანტებს ეჭირათ ს გათავისუფლების მოთხოვნით.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლისას რამდენიმე დემონსტრანტი წინა რიგებში მას ყვირილით ეკითხებოდა: „რას ფიქრობთ „ოცნების“ კომისიაზე? [2008 წლის აგვისტოს] ომი ვინ დაიწყო“?
დემონსტრანტების ნაწილი ხმამაღლა ითხოვს „ქართული ოცნების“ მთავრობის გადადგომას.
ინფორმაცია განახლდება
ფორუმი