შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა სირიის უსაფრთხოების ძალებს სუვაიდაში, ორი ადამიანი დაიღუპა

Reuters-ის სააგენტო სირიის სახელმწიფო ტელევიზია Ekhbariya TV -ს ცნობაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შეიარაღებული დაჯგუფებები სუვაიდაში სირიის შინაგანი უსაფრთხოების ძალებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ორი პირი დაიღუპა და სხვები დაშავდნენ. ტელეარხი თავის მხრივ უსაფრთხოების სამსახურის ძალებს იმოწმებს.

სვეიდაში ძალადობა 13 ივლისს დაიწყო ადგილობრივი თემის
მებრძოლებსა და დრუზებს შორის. სამთავრობო ძალები გაიგზავნა ბრძოლის ჩასახშობად, თუმცა სისხლის ღვრა კიდევ უფრო გამწვავდა და ისრაელმა დრუზების დასახმარებლად სირიის ჯარებზე დარტყმები განახორციელა.

დრუზები ისლამის განაყოფია, რომლის მიმდევრებიც სირიაში, ლიბანსა და ისრაელში ბინადრობენ. სუვაიდას პროვინცია ძირითადად დრუზებითაა დასახლებული, თუმცა იქ ცხოვრობენ სუნიტებიც.
თემებს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ დაძაბულობა მიწისა და
სხვა რესურსების გამო.

-ის შუამავლობით მიღწეულმა ზავმა დაასრულა ბრძოლა, რომელიც სუვაიდასა და მიმდებარე ქალაქებში თითქმის ერთი კვირის განმავლობაში მძვინვარებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თათია ნიკოლაშვილი – ძალოვანი უწყების ავტომობილი ღიად და დემონსტრაციულად აკონტროლებს ჩემს გადაადგილებას – მიზანმიმართულად მაშინებენ, მაგრამ ვაფრთხილებ, რომ თუ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ გააკეთებენ, თვალებს „ამოვუწვავ“