“შეთქმულება ციხეში” – პაატა სალია

იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ, ტვ პირველთან, გლდანის ციხის უფროსის, დავით გოგობერიშვილის სიკვდილზე საუბრისას, თქვა:

მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების ფარგლებში და პერიოდში ვერ გაგიმხლეთ იმ ინფორმაციას, რომელიც სენსიტიუერია. საზოგადოებამ მიიღო გარკვეულ გამოძიებასთან დაკავშირებით უკვე  პასუხები. ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოძიება.

თქვენ ნახეთ გამოძიების შედეგები და იქ აშკარად ჩანს, რომ გარკვეულ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და მათ შორის მონაწილეობდა, სამწუხაროდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი. შესაბამისად, ჩვენი ვარაუდი, თავიდანვე, როდესაც გენერალური ინსპექციის მიერ ვაწარმოებდით გამოძიებას, იყო, რომ შეიძლება გარკვეულ შეთქმულებას ჰქონოდა ადგილი. 

კადრები არ არის შენახული. მიმდინარეობს იმის გამოკვლევა ექსპერტიზით და ამას დიდი დრო სჭირდება, წაიშალა, თუ თავიდანვე არ იყო ჩაწერილი. ამასაც გარკვეულ ეტაპზე გაცნობებთ”, – აცხადებს სალია. 

ცნობისთვის, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი დავით გოგობერიშვილი, რომელმაც თანამდებობა  “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის ფაქტის გახმაურების შემდეგ დატოვა, გარდაცვლილი 8 ოქტომბერს იპოვეს.

მისი ცხედარი, თბილისში, წყატუბოს ქუჩაზე, გლდანის ციხის ყოფილი უფროსის კუთვნილ ავტოფარეხში ნახეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს