უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები მოქმედებს. 23 დეკემბერს, დღის განმავლობაში, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რამდენიმე ასეთ შეზღუდვასთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაცია.
უწყების ცნობით, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამასთან, ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ამ გზის სხვა მონაკვეთებზე შეზღუდვები არ მოქმედებს.
ამასთან, დეპარტამენტმა გარემოს ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით შუადღისას გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
კიდევ ერთი განცხადების თანახმად, რომელიც დეპარტამენტმა დილით გაავრცელა, თოვის გამო, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.