შევჩენკოს რევოლუციური იდეა ფეხბურთში – უკრაინაში მსაჯები სიცრუის დეტექტორს გაივლიან

The Athletic-ის ინფორმაციით, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ანდრეი შევჩენკოს რევოლუციური იდეა აქვს, რომელსაც თავის ქვეყანაში მალე განახორციელებს.
კორუფციასა და გარიგებული მატჩების თავიდან ასარიდებლად, ყოფილი თავდამსხმელი მსაჯებისთვის სიცრუის დეტექტორის შემოღებას გეგმავს.
პოლიგრაფი გაზომავს არბიტრების წნევისა და სისხლის ნაკადის ცვალებადობას, ასევე მათ სუნთქვასა და ოფლიანობას, რათა დადგინდეს, ამბობს თუ არა გამომცდელი სიმართლეს.
“ჩვენ ვხედავთ პოლიგრაფს, როგორც შესაძლებლობას შევაგროვოთ მეტი ინფორმაცია და გავიგოთ, რომელ მსაჯებთან შეგვიძლია ვიმუშაოთ. ჩვენ ვიწყებთ ნულიდან, – განუცხადა შევჩენკომ The Athletic-ს.
მისივე თქმით, ნებისმიერი მსაჯი, რომელიც დეტექტორის ვერ გაივლის,
თამაშებს ვეღარ გაუძღვება. შევჩენკოს ამის გარდა კიდევ ერთი იდეაც აქვს.
არბიტრები ნებისმიერ მატჩზე შემთხვევითობის პრინციპით დაინიშნებიან და არა შერჩევით. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ამ იდეას ში კრიტიკაც მოჰყვა.
“ეს პირდაპირი კონტროლია. ადამიანური ფაქტორი ყოველთვის იქნება და შეცდომების გამოსასწორებლად VAR-ი არსებობს.
მაშინ გამოვცადოთ ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც. ჩვენ მოვალთ თამაშამდე სამი საათით ადრე, რომ გავიაროთ სიცრუის დეტექტორი”, – თქვა მწვრთნელმა ვოლოდიმირ შარანმა.
შევჩენკოს ეს იდეა კი 2018 წელს უკრაინაში მომხდარ დიდ სკანდალს უკავშირდება. ამ წელს 35 კლუბი გამოვლინდა, რომელიც თამაშების გარიგების ოპერაციაში იყო ჩართული.
სქემაში სულ 328 ადამიანი მონაწილეობდა, გამოვლინდა გარიგებული მატჩების 57 შემთხვევა.
გამჭვირვალობა ესაა სწორედ ნაცებო, დიდ ეკრანზე გამეორდეს ყოველი საეჭვო ეპიზოდი მწვრთნელის ლეგიტიმური ეჭვის საფუძველზე და არა ისე, რომ დაზურულ, გაუმჭვირვალე ოთახში, ყველასათვის გაუმჭვირვალე და საეჭვო გარემოში მსაჯი შემოწმდეს სიცრუის დეტექტორზე! გაგიგონიათ, ვითომ გამჭვირვალობა?!
სიცრუის დეტექტორი კიარა, ყოველი საეჭვო ეპიზოდისას გადამოწმება უნდა ხდებოდეს VAR-ზე მთავარი მწვრთნელის ყოველი პროტესტის გამოხატვის საფუძველზე, რათა ნდობა გაჩნდეს VAR-ისადმი და რასაც ვხედავთ, ლამის გააუქმონ VAR-ი! კალათბურთში ან/და ჭიდაობის სახეობებში ხომ არის პროტესტის გამოხატვის ფორმები, ფეხბურთში ანალოგიურად უნდა იყოს. დიდ ეკრანზე უნდა ნახოს ყველამ, მაყურებლის ჩათვლით საეჭვო ეპიზოდის გამეორება და მორჩა!