შევჩენკოსა და კიდეც სამ ფეხბურთელს დღეს “მილანის” დიდების დარბაზში შეიყვანენ

“მილანმა” გუნდის იმ ყოფილი ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა, რომლებიც კლუბის დიდების დარბაზში შევლენ. როგორც “როსონერის” პრესსამსახური იტყობინება, ეს პატივი მარკო ვან ბასტენს, ფილიპო ინძაგისა და ანდრეი შევჩენკოს ერგოთ.
ისინი ფრანკო ბარეზის შეუერთდნენ, რომელიც “მილანის” დიდების დარბაზის პირველი წევრი გახლდათ. ვან ბასტენი, ინძაგი და ბარეზი “მილანი” “ჯენოას” დღევანდელი მატჩის წინ გამართულ სპეციალურ ცერემონიაზე დაჯილდოვდებიან, მათ სპეციალური თასი გადაეცემათ.
რაც შეეხება შევჩენკოს, უკრაინელი ცერემონიას პირადი მიზეზის გამო ვერ დაესწრება და პატივი მოგვიანებით მიენიჭება.