შევა თუ არა 9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ოპოზიცია და რა მოლოდინი აქვს “ქართულ ოცნებას”

ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დასაახლოებლად, ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულების სამოქმედო გეგმა უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება. განსხვავებული დამოკიდებულება აქვს სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით ოპოზიციას – ნაწილი მზად არის, პროცესში აქტიურად ჩაერთოს, მეორე ნაწილი კი გადაწყვეტილებას გეგმის გასაჯაროების შემდეგ მიიღებს.
“სამუშაო ჯგუფში შევალ, რათა დეპუტატის მანდატი სრულფასოვნად გამოვიყენო, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, როგორც სამუშაო ჯგუფის შიგნით, ისე – გარეთ და ვაჩვენო განსხვავება ხალხს, თუ როგორი უნდა იყოს რეალური რეფორმა და რას სთავაზობს “ქართული ოცნება”. ვაპირებ მუშაობას დეზინფორმაციასთან ბრძოლის ნაწილში, ისევე, როგორც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თანხვედრაში მოყვანის საკითხზე ევროკავშირთან,” – აცხადებს “რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ აღნიშნული საკითხი ინკლუზიურად უნდა წარიმართოს, თუმცა, თუ ოპოზიცია პროცესის საბოტაჟს კვლავ განაგრძობს, ეს საქმის ბოლომდე მიყვანას ხელს ვერ შეუშლის.
“ჩვენ ვმუშაობთ იმ პირობებზე, რა პირობები და რეკომენდაციებიც არის ევროკავშირიდან. რაც შეეხება ოპოზიციას – აბსოლუტურად არ მაინტერესებს ისინი რას გააკეთებენ, თუნდაც სულ ნუ მოსულან პარლამენტში. ჩვენ ვმუშაობთ ევროპელებთან, მათ კარგად დაინახეს, რომ ზარმაცობენ და, ხშირ შემთხვევაში, საბოტაჟს ეწევიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ამის შემდგომაც, რას იტყვის და რას გააკეთებს ოპოზიცია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ სამოქმედო გეგმა შესრულდება პარტნიორების რეკომენდაციების საფუძველზე,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული სკინჰედობა არ არის ბუნებრივად წარმოშობილი, ის გარედანაა დაფინანსებული ქვეყნის ეკონომიკის ჩამოსაშლელად, ისინი “სასარგებლო იდიოტებად” ჩამოაყალიბეს რომ შეარყიონ ქვეყნის რეპუტაცია

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი