“შევახსენებ, ნამდვილად ვინ მოიკლა თავი პოლიციელისგან ზეწოლის გამო” – სალომე სიმონია

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
მაშინ როცა სხვას აბრალებს თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობას, შევახსენებ, ნამდვილად ვინ მოიკლა თავი პოლიციელისგან ზეწოლის გამო.
ახალგაზრდა ბიჭმა, დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე დედას წერილი დაუტოვა: დედა, დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნაო. სადაც ასევე წერდა, როგორ აშანტაჟებდნენ და აშინებდნენ.
“ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო, თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ, აქ მოგკლავო.”
ექსპერტიზამ ფიზიკური ძალადობის კვალი და წერილის ავთენტურობა დაადასტურა, მაგრამ პოლიციელი 9 თვეში სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლეს და შემდეგ, ისევ პოლიციაში განაგრძო მუშაობა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც