ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფს, “სუვერენულ ერთა ევროპას” (ESN), რომელიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი რიტორიკით გამოირჩევა, EP-ის რეზოლუციის პროექტში ინიციირებული აქვს შესწორება, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტი უნდა შეეწინააღმდეგოს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში.
უნდა აღინიშნოს, რომ, 25 დეპუტატით, ESN ყველაზე პატარა პოლიტიკური ჯგუფია ევროპარლამენტში.
ცნობილია, რომ აღნიშნული შესწორების ინიციატორები სლოვაკი ევროპარლამენტარი მილან ურიკი, გერმანელი ალექსანდერ სელი და ფრანგი სარა კნაფო.
დღეს, 8 ივლისს ევროპარლამენტი განიხილავს, ხოლო ხვალ კენჭს უყრის რეზოლუციას საქართველოს შესახებ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ EP არ ცნობს “ოცნების” ხელისუფლებას. ამასთან ერთად რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის, ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი სხვა პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა.
გარდა ამისა, კრიტიკულ დოკუმენტში საუბარია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლაზე, ოპოზიციონერების დევნაზე და ასევე წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებზე.
