“შეეშვით სიცრუის გავრცელებას და დაკავდით საქმით” – ლომჯარია პაპუაშვილს

ძალიან სამწუხარო სანახავია, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იაფფასიანი სიცრუის პროპაგანდის გავრცელებით არის დაკავებული. ბატონო შალვა, თქვენც შეგიძლიათ იამაყოთ, რომ ჩემი სახალხო დამცველობის დროს:
1. სტრასბურგის სასამართლო საქართველოს სახალხო დამცველის კომუნიკაციებს, მათ შორის არა მარტო საქართველოს საქმეებზე, საკუთარ გადაწყვეტილებებში ციტირებდა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებში ასახელებდა; 2. ევროკავშირის პარლამენტმა არაერთი რეზოლუცია მიიღო, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის და მისი აპარატის საქმიანობის მიმართ უპრეცენდენტო მხარდაჭერა დააფიქსირა; 3. -ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სახალხო დამცველი და მისი გუნდი 2022 წლის უფლებადამცველის ჯილდოთი დააჯილდოვა. მსგავსი ჯილდო დეპარტამენტმა ბოლოს ათი წლის წინ გასცა; 4. საფრანგეთის პრეზიდენტმა სახალხო დამცველი დემოკრატიაში შეტანილი წვლილის გამო საფრანგეთის ღირსების ორდენით დააჯილდოვა; 5. საქართველოს სახალხო დამცველი მისი საერთაშორისო რეპუტაციის და აღიარების გამო აირჩიეს მსოფლიო ომბუდსმენთა გაერთიანების მმართველი საბჭოს წევრად; პს. რაც შეეხება ს საქმეს, სწორედ სახალხო დამცველის დასკვნა დაუდო საფუძვლად სტრასბურგის სასამართლომ დროებით ღონისძიებას, რითიც სახელმწიფოს დაევალა მისი ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანა.
ასე რომ, ბატონო შალვა, შეეშვით სიცრუის გავრცელებას და დაკავდით იმ საქმით, რაც შეეფერება ჩვენი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარის ღირსებას და მანდატს.