შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა საბერძნეთის მოქალაქეს ანტონიოს მარგარიტისს, 13 კომპანიასა და 8 ნავთობტანკერს, რომლებიც ირანის ნავთობის ტრანსპორტირებასთან არის დაკავშირებული.
სიაში მოხვდნენ ჩინეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და მარშალის კუნძულების კომპანიები, ასევე გემები, რომლებიც პანამის, ჰონგ კონგის, გამბიისა და სხვა ქვეყნების დროშების ქვეშ დაცურავენ.
-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ სანქციების სიაში მოხვდა, განსაკუთრებით, ორი კომპანია, რომლებიც ჩინეთში ტერმინალებსა და ნავთობის საცავებს მართავენ და, როგორც იუწყება, „მილიონობით ბარელი ირანის ნავთობის არალეგალურ ტრანსპორტირებას უწყობდნენ ხელს“.
სანქციების სიაში ყოფნა გულისხმობს აქტივების დაბლოკვას აშშ-ში და აკრძალვას ამერიკის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის, აწარმოონ საქმიანი ურთიერთობები აღნიშნულ პირებთან და ორგანიზაციებთან.