დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში რუსული კანონის მოკლე დროში დამტკიცებასთან დაკავშირებით “ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებს. მარკ კლეიტონი ამბობს, რომ “უცხოური გავლენების აგენტების” შესახებ კანონის განხილვა ბრიტანეთში 5 წლის წინ დაიწყო, თუმცა კანონი დღემდე დამტკიცებული არ არის.
ეს კანონი ჯერ არ არის შესული ძალაში ჩვენთან, ისტორია ამ კანონის უკან 2018 წელს იწყება, როდესაც რუსეთის მოქმედებების შემდეგ, პარლამენტმა ეს შეტევა გამოიძია, 2019 წელს ვრცელი მოხსენება დაიწერა ხოლო 2020 წელს პარლამენტს გადაეცა, ამის შემდეგ მხოლოდ 2023 წელს იქნა განხილული კანონი, და ეს კანონი კვლავ არ არის ძალაში შესული,
5 წელი დაგვჭირდა თავდასხმის შემდეგ იმისთვის, რომ ბრიტანეთში მსგავსი კანონი მიგვეღო, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ჩვენს პარტნიორებთან, რომ ეს კანონი ყველასათვის მისაღები ყოფილიყო, შეგიძლიათ შემახსენოთ საქართველოს რამდენი დრო დასჭირდა ამ კანონის მისაღებად და ვისთან ჰქონდა კონსულტაციები? დამერწმუნებით მათ გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდათ”, – განაცხადა კლეიტონმა.