“შეგიძლიათ გააკეთო კარგი საქმეები, თუ პუტინს შეეშვებით” – ლანდსბერგისი ეხმაურება ტრამპის განცხადებას

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს სანდსბერგისი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა -ს პრეზიდენტის, ტრამპის განცხადებას ს შესახებ. ტრამპმა დაწერა, რომ ს პრეზიდენტი “ცეცხლს ეთამაშება”.
“ვლადიმირ პუტინი ვერ იაზრებს, რომ მე რომ არა, რუსეთს ბევრი ცუდი რამ დაემართებოდა. ვგულისხმობ – მართლა ძალიან ცუდი. ის ცეცხლს ეთამაშება”, – აცხადებს ტრამპი.
რამდენიმე საათში ლანდსბერგისმა ადრესატის დაკონკრეტების გარეშე გამოაქვეყნა განცხადება. თუმცა, ცხადია, რომ მისი მიმართა სწორედ ტრამპს შეეხება.
“ბატონო პრეზიდენტო, ბევრი წელია ში ცუდი რამეები ხდება და განსაკუთრებით ცუდი ამბები მოხდა ბოლო რამდენიმე დღეში. ასევე, მთელ ევროპაში რუსები ჰიბრიდულ რეჟიმში ცუდ საქმეებს აკეთებენ. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ კარგი საქმეები, თუ შეეშვებით პუტინს”, – წერს ლანდსბერგისი.
გასულ შაბათ-კვირას, მაშინ, როცა 10 დღით ადრე სტამბოლში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად უკრაინა და რუსეთი ტყვეებს ცვლიდნენ, რუსეთმა უკრაინის ქალაქების ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმები განახორციელა.
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკის შეფასებით, ეს არა უბრალოდ სამხედრო ოპერაცია, არამედ ერის განადგურების მცდელობაა.
მომხდარს მაშინვე გამოეხმაურა ლიეტუვის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი. კესტუტის ბუდრისის შეფასებით, რუსეთს აქვს დაუსჯელობის შეგრძნება და ეს თავდასხმები იყო ამის დემონსტრაციული გზავნილი.