“შახტარმა” მოიგო და “პორტუსთან” უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის

უკრაინის პრემიერლიგის მე-17 ტურში „შახტარმა“ „ვერესი“ 2:0 დაამარცხა.
დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა ისევ შეუცვლელად ითამაშეს.
„შახტარი“ 31 ქულით მეოთხე ადგილზეა (ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და შემდეგ შეხვედრას 14 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე „პორტუსთან“ გამართავს. დონბასურმა კლუბმა მინიმუმ ევროპა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კი პორტუგალიაში გამარჯვების შემთხვევაში გავა და ფეხბურთელები ამბობენ, რომ „დრაგაოზე“ მხოლოდ მოსაგებად გავლენ.
შახტარი – ვერესი
გოლები: 1:0 ჟულიო სეზარი (14, საკ. კარში), 2:0 ზუბკოვი (69)