უკრაინის პრემიერლიგის მეთექვსმეტე ტურში „შახტარმა“ „მეტალისტ 1925“ 2:0 დაამარცხა.
აშკარად უჭირს ორ ფრონტზე ბრძოლა „შახტარს“ – ჩემპიონთ ლიგაზე „ბარსელონას“ და „ანტვერპენს“ სძლია, ქვეყნის პირველობაზე კი ბოლო სამი მატჩიდან ორი წაგებული ჰქონდა, ერთი ფრედ დასრულებული. არც დღევანდელი შეხვედრა გამოვიდა იოლი. ხარკოველებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და დონბასელებმა მეორე ტაიმში გატეხეს მეტოქე.
დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.
„შახტარს“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 28 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ „კრივბასს“ 5 ქულით ჩამორჩება და 8 დეკემბერს „ვერესს“ დაუპირისპირდება.
შახტარი – მეტალისტ 1925 2:0
გოლები: 1:0 ზუბკოვი (59), 2:0 კრისკივი (78, პენ)