შარლ მიშელი „ღირსების რევოლუციის“ ათი წლისთავის აღსანიშნავად კიევში ჩავიდა

„ღირსების რევოლუციის“ ათი წლისთავის აღსანიშნავად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში ჩავიდა.
ს რკინიგზის სადგურში შარლ მიშელს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი პერებიინისი და ში ევროკავშირის ელჩი კატარინა მატერნოვა დახვდნენ.
21 ნოემბერი უკრაინაში ღირსებისა და თავისუფლების დღედ არის გამოცხადებული. 2013 წლის ამ დღეს ევრომაიდნის სახელით ცნობილი საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე.
აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელი უკრაინაში დეკემბრის შუა რიცხვებში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის წინ ჩავიდა. აღნიშნულ სამიტზე ევროპელი ლიდერები განიხილავენ ევროკომისიის რეკომენდაციას უკრიანასთან წევრობის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში