შარლ მიშელი ქართველ ხალხს – ჩემთვის გადაწყვეტილება ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად დარჩება – ჩემი მესიჯია: მოდით, სწრაფად ვიმუშაოთ, ყველამ ერთად

ქართველი ხალხისადმი ჩემი მესიჯია: მოდით სწრაფად ვიმუშაოთ, ყველამ ერთად, გადადგით საჭირო ნაბიჯები და გაატარეთ საჭირო რეფორმები. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შარლ მიშელის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მისთვის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად დარჩება.
“გუშინ ღამე, მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება მივიღეთ, ძალიან მალე სატელეფონო საუბრები გავმართე პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრეზიდენტ სანდუსთან, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან.
პირადად ჩემთვის ეს, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად დარჩება, ვინაიდან, იმ მომენტში მაგიდასთან ჩემს კოლეგებს ვეუბნებოდი, რომ ეს გავაკეთეთ, გადავდგით ეს ნაბიჯი, პერსპექტივას ვხსნით, რაც ფუნდამენტური რამეა, ვინაიდან, ეს ევროკავშირის სახეს მომავალ წლებში, მომავალ ათწლეულებში შეცვლის, მაგრამ ეს ასევე, ამ ქვეყნებსაც შეცვლის. ამიტომ [ქართველი ხალხისადმი] პირველი მესიჯია – გილოცავთ, გვიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ… და მეორე მესიჯი: მოდით, სწრაფად ვიმუშაოთ, ყველამ ერთად, გადადგით საჭირო ნაბიჯები და გაატარეთ საჭირო რეფორმები”, – განაცხადა მიშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ