შარლ მიშელი – უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს გააძლიერებენ – მადლობა მინდა გადაგიხადოთ და მოგილოცოთ, რომ ევროკავშირისკენ მიდიხართ

უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს გააძლიერებენ და მჯერა, რომ ევროკავშირი ამ გაწევრიანებისთვის მზად უნდა იყოს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიევში უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“10 წლის წინ უკრაინელები ქუჩებში გამოვიდნენ, რათა თავისი ევროპული მომავალი დაეცვათ, რათა კორუფციასთან ებრძოლათ, რათა ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისთვისა და ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის ებრძოლათ. თქვენ გააკეთეთ ეს 2014 წელს და ახლა, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი მოხდა. სოლიდარობა და თავისუფლად ყოფნის სურვილი აჩვენეთ, თქვენი ერის ძალა აჩვენეთ. თქვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე დააყენეთ, და აგრძელებთ ევროკავშირთან მიახლოებას,” – განაცხადა მიშელმა.
მისი თქმით, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანება მას არა მხოლოდ უფრო დიდს, არამედ უფრო ძლიერსაც გახდის.
მიშელმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭო ევროკავშირის გზაზე უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს როგორც არაჩვეულებრივს აფასებს.
“[გაწევრიანებისთვის] ყველა შესაძლებლობა გვინდა მოგცეთ… ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება, ეს მაინც გრძელ პროცესად რჩება. ეს გრძელვადიანი, რთული პროცესია, მაგრამ ეს მუშაობა უნდა გრძელდებოდეს, განსაკუთრებით ასეთ დროს. და მადლობა მინდა გადაგიხადოთ და მოგილოცოთ, რომ ევროკავშირისკენ მიდიხართ”, – განაცხადა მიშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა