შარლ მიშელი: რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ ზე არ გაჩერდება და ამ საფრთხის წინაშე ევროპას სჭირდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის ახალი სულისკვეთება.

როგორც ის Der Spiegel-ის რუბრიკაში წერს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ გამოჩნდა, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში, ისევე როგორც ყირიმში არ გაჩერებულა ათი წლის წინ. რუსეთი აგრძელებს დესტაბილიზაციის ტაქტიკას – მოლდოვაში, საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში, დასავლეთ ბალკანეთში და კიდევ უფრო შორს, აფრიკის კონტინენტზე.

„რუსეთი წარმოადგენს სერიოზულ სამხედრო საფრთხეს ჩვენი ევროპული კონტინენტისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვის. თუ არ დავუჭერთ მხარს უკრაინას საკმარისად, რათა შეაჩეროს რუსეთი, ჩვენ ვიქნებით შემდეგი სამიზნე. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და გადავიდეთ ომის ეკონომიკაზე. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის. დროა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. ჩვენ აღარ შეგვიძლია სხვების იმედად ვიყოთ“, – წერს შარლ მიშელი.

მისი თქმით, ევროპამ უნდა გააძლიეროს დემოკრატიული მშვიდობის დაცვის უნარი – უკრაინისთვის და ევროპისთვის.

„უფრო ძლიერი ევროპა, ასევე, დაეხმარება ნატოს ალიანსის გაძლიერებასა და ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებას. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, თუ რამდენად წინ წავედით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ ბევრად მეტი“, – წერს მიშელი.

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას და უნდა განავითაროს თავდაცვის მზადყოფნა.

„ჩვენ უნდა უზრუნველყოთ უკრაინა ყველაფრით, რაც მას ბრძოლის ველზე სჭირდება, უკრაინელ ჯარისკაცებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ ტყვიები და რაკეტები, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემები საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ევროპული ბიუჯეტი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად. გამოვიყენოთ რუსული აქტივები უკრაინისთვის იარაღის შესაძენად“ – აღნიშნავს ევროსაბჭოს პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ