შარლ მიშელი – კიდევ ერთხელ დავუდასტურე ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ – მივესალმებით ქვეყნის განგრძობად ძალისხმევას, სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად

ევროკავშირი მიესალმება საქართველოს განგრძობად ძალისხმევას რეფორმების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერზე“ წერს.
როგორც მიშელი აღნიშნავს, საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე კვლავ ძლიერია.
„კვლავ ძლიერია საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე და მეც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ.
ევროკავშირი მიესალმება საქართველოს განგრძობად ძალისხმევას რეფორმების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად, რათა ქართველი ხალხის ინტერესებში აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგას“, – წერს შარლ მიშელი.
აღნიშნულ კომენტარს საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება