შარლ მიშელი ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ – ჩვენ, ყველამ ვიცით, რა გამოწვევების წინაშე ვართ, მათ დასაძლევად ერთადერთი გზა ერთიანობაა

ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის პირველ დღეს შარლ მიშელმა ბრიუსელში მიიღო.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, გამოწვევების დასაძლევად, ერთადერთი გზა ერთიანობაა.
„დღეს, ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის პირველ დღეს, ვიქტორ ორბანი მივიღე, რათა ისეთი პრიორიტეტები განგვეხილა, როგორიცაა კონკურენტუნარიანობა, თავდაცვა, გაფართოება და სხვა. ჩვენ ყველამ ვიცით, რა გამოწვევების წინაშე ვართ. მათ დასაძლევად ერთადერთი გზა ერთიანობა და გაერთიანებაა“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი X-ზე.
ცნობისთვის, დღეს, უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და მას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.