შარლ მიშელი – ევროპა „ომის ეკონომიკის“ რეჟიმზე უნდა გადავიდეს, თუ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის

ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები და გადავიდეს „ომის ეკონომიკაზე“ ს საფრთხის საპასუხოდ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისსტატიაშია აღნიშნული.
„თუ ჩვენ არ მივიღებთ ევროკავშირის სწორ პასუხს და არ მივცემთ ს საკმარის მხარდაჭერას რუსეთის შესაჩერებლად, შემდეგი ჩვენ ვიქნებით. ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და გადავიდეთ „ომის ეკონომიკის“ რეჟიმზე. თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის“, – განაცხადა მიშელმა.
მიშელმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, უზრუნველყონ, რომ უკრაინამ მიეღო ის, რაც ბრძოლის ველზე სჭირდება – მათ შორის, ევროკავშირის ფულის სამხედრო აღჭურვილობაზე დახარჯვით და რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების გამოყენებით უკრაინისთვის იარაღის შესაძენად.