შარლ მიშელი – ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობას ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის მანდატი არ გააჩნია

ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობას ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის მანდატი არ გააჩნია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობას ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის მანდატი არ გააჩნია.
ევროპული საბჭო მკაფიოა: აგრესორია, მსხვერპლია. უკრაინის შესახებ არანაირ საუბრებს არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი უკრაინის გარეშე”, – წერს მიშელი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მედიაში გაჟღერებულ ამდაგვარ ცნობებს ეხმაურება, რომელთა თანახმადაც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – უნგრეთის – პრემიერ-მინისტრი კიევში ვიზიტიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად უნგრულ მედიაში გავრცელდა, რის შემდეგაც ის, თავის წყაროებზე დაყრდნობით, “რადიო თავისუფლების” უნგრულმა სამსახურმაც დაადასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელსაც ყელში აქვს ორპოლუსიანობა – ახალი რეალობა უნდა შევქმნათ კონკრეტული გეგმით, ვფიქრობ, ეს უახლოეს ერთ კვირაში გამოიკვეთება