“შარზე არიან, არაფრის ჩაკორექტირებას არ ვაპირებ” – ხვიჩია ამნისტიის კანონპროექტზე

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ტვ პირველთან ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ექნება პრინციპული წინააღმდეგობა ამნისტიასთან დაკავშირებით, დათმობებზე წასვლას არ გეგმავს.
ზოგადად ჩაკორექტირებას წინ არაფერი უდგას, მაგრამ არსებობს ხალხი, რომელიც უბრალოდ შარზეა და არ უნდა არაფრის ჩაკორექტირება, ნერვებს უშლით ის, რომ კანონპროექტი შეიტანა ოპოზიციამ, რაღაც კონსენსუსი არსებობს. იმ ხალხის გამო, რომელიც შარზეა და აქედან გამომდინარე გელაპარაკება, არაფრის ჩაკორექტირებას არ ვაპირებ”, – ამბობს ხვიჩა.
„გირჩის“ მომზადებულ ამნისტიის პროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს, ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ, თუმცა სასჯელი შეუმცირდებათ ან სრულად გათავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც ციხეში მარიხუანას შენახვის ბრალდებით გაუშვეს.
ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებს და სამოხელეო დანაშაულისთვის დაკავებულებსაც.
„გირჩის“ ახალ ინიციატივას „ლელოს“ და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს.

ასევე დაგაინტერესებთ