შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბია და მნიშვნელოვანია, გვქონდეს შესაბამისი კომუნიკაცია ჩინეთში, როგორც პოლიტიკურ, ისე ბიზნესწრეებთან – ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, ჩინეთში მიმდინარე შეხვედრებს აფასებს. ჩიქოვანი ხაზს უსვამს, რომ შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბია.
“ვიზიტი გრძელდება, გვაქვს შეხვედრები შანხაიში. შანხაი არის, განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი მუნიციპალიტეტი, რომელშიც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და რომელიც არის ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბი. აქ ხაზია გასასმელი იმაზე, რომ აქ შექმნილია ახალი სხვადასხვა მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, რომელიც ხელს უწყობს ლოჯისტიკის განვითარებას და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ვაჭრობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს შესაბამისი კომუნიკაცია ჩინეთში, როგორც პოლიტიკურ წრეებთან, ისე ბიზნესწრეებთან და ვიზიტის ფარგლებში უკვე გვქონდა შეხვედრები ადგილობრივი მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ასევე გვექნება შეხვედრები სხვადასხვა ბიზნესჰაბებში,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა