შამბა ადასტურებს, რომ რუსეთი აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში აშენებს საზღვაო ფლოტის ბაზას, რომელიც, შესაძლოა, 2024 წელს ამოქმედდეს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის “უშიშროების საბჭოს” მდივანმა, სერგეი შამბამ ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-სთან საუბარში დაადასტურა, რომ რუსეთი რეგიონში აშენებს სამხედრო ფლოტის ბაზას, რომელიც, შამბას თქმით, უკვე 2024 წელს შეიძლება ამოქმედდეს. შამბა აცხადებს, რომ ამჟამად რუსეთის ხომალდების მუდმივი ბაზირების პუნქტი დაპროექტების ეტაპზეა და სამშენებლო სამუშაო ჯერ არ დაწყებულა. შამბა ვერ აკონკრეტებს რა ტიპის ხომალდები განთავსდება ფლოტის არეალში.
გასული წლის ოქტომბერში დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ამბობდა, რომ რუსეთთან ხელმოწერილია ხელშეკრულება ფლოტის ოჩამჩირის რეგიონში განთავსებაზე. ამასთან, 2017 წლიდან ოჩამჩირეში არსებობს რუსეთის ეფესბეს საზღვრის დაცვის ხომალდების საბაზისო პუნქტი.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალს, ოლექსი ნეიჟპაპას გამოთქმული აქვს ვარაუდი, რომ ოჩამჩირის ბაზირების პუნქტი შენდება ანექსირებულ ყირიმში კონცენტრირებული ხომალდების გადანაწილების მიზნით. ნეიჟპაპას თქმით, “არ შეიძლება მთელი ფლოტი ერთ ბაზაზე იყოს”, ამასთან, მ ბოლო თვეებში რამდენიმე დარტყმა განახორციელა რუსეთის ხომალდებზე ყირიმში და აცხადებს, რომ შეტევებს გააგრძელებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსებით, რუსეთი მძლავრი საცეცხლე შესაძლებლობებით უახლოვდება თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას. დაზვერვის გარდა, კრემლი სხვა მნიშვნელოვან ბერკეტებსაც იგდებს ხელში.

ასევე დაგაინტერესებთ