შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზიდან კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, გააძევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზიდან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, გააძევა.
პაპუაშვილმა სამადაშვილს კითხვის დასმა მას შემდეგ გააწყვეტინა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრე დუგინი ახსენა. პარლამენტის თავმჯდომარემ სამადაშვილს უთხრა, რომ მას რეალურად კითხვა არ აქვს, რის შემდეგად მოუწოდა, რომ მიკროფონის გარეშე არ ესაუბრა. სამადაშვილის მხრიდან მოწოდების გაუთვალისწინებლობის შემდეგ კი პაპუაშვილმა მანდატურს მისი გაყვანა სთხოვა.
„შეკითხვა მაქვს ამ კანონის ყველა მუხლთან დაკავშირებით. გუშინ, ალექსანდრ დუგინმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა რომ…“,- თქვა სამადაშვილმა, რის შემდეგაც მას მიკროფონი გაუთიშეს.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პაპუაშვილმა სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
„არ გაქვთ შეკითხვა. მეორედ მოგეცით შანსი. წეღან ჩამოგართვით სიტყვა და შემეძლო, ახლა მიკროფონი საერთოდ არ ჩამერთო. ქალბატონო სალომე, გაფრთხილებული ხართ ერთხელ უკვე. მიკროფონის გარეშე გააგრძელებთ საუბარს და დაგატოვებინებთ დარბაზს. დატოვეთ დარბაზი. სალომე სამადაშვილი გაძევებულია დარბაზიდან. თავად ადგა, როგორც ჩანს, მისივე სურვილია, უჩემოდაც ადგა“,- მიმარტა შალვა პაპუაშვილმა სამადაშვილს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ