შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა. პირველმა კანონმდებელმა თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და საკანონმდებლო ინსტიტუტის ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და საკანონმდებლო ორგანოში 25-წლიანი სამსახურისთვის ჯილდოები გადასცა.
პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები პარლამენტის 16 კომიტეტის აპარატს და 11 დეპარტამენტს გადაეცა.
“2024 წელს განსაკუთრებულად ვხვდებით. წელს, როგორც ყოველთვის, საქართველოს პარლამენტი იყო ქვეყნის განვითარების ეპიცენტრში. ჩვენ საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი გვქონდა, რაც გულისხმობს ყოველი თქვენგანის დატვირთვას.
65 პლენარული სხდომა ჩატარდა, 600- ზე მეტი კანონი მივიღეთ, საიდანაც 100-ზე მეტი ეძღვნებოდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას. სხვადასხვა კომიტეტმა 400- ზე მეტი სხდომა ჩაატარა, 17 000-ზე მეტი წერილი შემოვიდა პარლამენტში და ამ ყველა რიცხვის უკან დგახართ თითოეული თქვენგანი- პარლამენტის თანამშრომლები, ვინც უზრუნველყოფთ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას, ყველა მისი განზომილებით. საბოლოო ჯამში ეს ყველა საქმე გვირგვინდება იმ წარმატებით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა წლიდან წლამდე აღწევს.
თქვენი დამსახურებაა ის, რომ პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, შეუფერხებლად იმუშაოს, ტექნიკურიდან შინაარსობრივი საკითხების ჩათვლით. იყოს იმდენად აწყობილი, რომ შესაბამისი ხარისხის შედეგები დადოს და აქედან გამომდინარე გვაქვს ჩვენ ის ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მივაღწიეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცა პარლამენტის 16 კომიტეტის აპარატს და 11 დეპარტამენტს. დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება პარლამენტის სასახლეში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი