შალვა პაპუაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა კრწანისის რაიონში, # 72-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.

დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩევლებმა ხმის მიცემა ამ წუთებში, 08:00 საათიდან დაიწყეს.

პირველად საპარლამენტო სრულად პროპორციული სისტემით ტარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.

ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს.

ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – სხვადასხვა გარემოების გამო, ხშირად ვერ ვახერხებთ ეკლესიაში მოსვლას, სათანადოდ ვერ ვასრულებთ მარხვებს, მაგრამ ყველგან და ყოველთვის შეგვიძლია ლოცვა, მაგრამ ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით, არ არის საჭირო არანაირი ხელოვნურობა