შალვა პაპუაშვილმა „პოლიციის მიმართ უპატივცემლობის“ მიზეზით ანა ნაცვლიშვილს მიკროფონი გაუთიშა

გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი უკანონობის და სიმხეცის მსხვერპლ ადამიანებს დახმარებას უწევდნენ, ისინი შევლენ ამ რეესტრში და უკანონო ბრძანებების გამცემლები [რეესტრში არ შევლენ?], – ამ კითხვით მიმართა პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ანრი ოხანაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით წარადგენს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნაცვლიშვილის კითხვის დასრულების საშუალება არ მისცა და მიკროფონი გაუთიშა.
„ეს მეოთხე მუხლი უცხოური ძალის გამტარებლებად რეგისტრაციას ეხება. მე მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ახლა ამ წუთებში, გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი უკანონობის და სიმხეცის მსხვერპლ ადამიანებს დახმარებას უწევდნენ, ისინი შევლენ ამ რეესტრში და უკანონო ბრძანებების გამცემლები [რეესტრში არ შევლენ?]…“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
აღნიშნულზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნაცვლიშვილს განუმარტა, თუ რატომ გაუთიშა მიკროფონი. მისი თქმით, ნაცვლიშვილი “სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ იჩენდა უპატივცემულობას პოლიციის მიმართ, როგორც ამას გუშინ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიტიკური ლიდერები აკეთებდნენ, როცა ადამიანებს პოლიციელებზე ძალადობისკენ მოუწოდებდნენ”.
„მე ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ. როდესაც პარლამენტის წევრი უპატივცემულობას უპირველეს ყოვლისა პოლიციის მიმართ იჩენთ, ეს იქნება განცხადებით, რასაც თქვენ აკეთებთ ან ქმედებით, რასაც გუშინ ადგილი პოლიციებთან მიმართებით ჰქონდა, ასევე, რასაც გუშინ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ლიდერების, თქვენი მხრიდან არ ვიცი ან თქვენს გვერდით მყოფი ადამიანების მხრიდან, რომლებიც პოლიციელებზე ძალადობისკენ ადამიანებს მოუწოდებდით. კიდევ ერთხელ და ახლა ზეპირადაც აკეთებთ ამას. პარლამენტის წევრი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ თქვენს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)