შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

პარლამენტის თავმჯდომარე , პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად, თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იმყოფებოდა, სადაც ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიკვიძის პარკში არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი გვირგვინით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან