შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 პირის ხსოვნას პატივი მიაგეს

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრებმა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის ხსოვნას პატივი მიაგეს, – ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. 20 პირის იდენტიფიცირებული ნეშტიდან 14 სამხედროა და 6 მშვიდობიანი მოქალაქე.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ასევე დაგაინტერესებთ

წლების განმავლობაში, პარტიებად და პოლიტიკოსებად იწოდებოდნენ ჯგუფები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ეხმარებოდნენ უცხოურ ძალებს – მისასალმებელია, რომ პროკურატურამ 8 მათგანის მიმართ საქმე აღძრა, მაგრამ ეს ქსელი ბევრად უფრო ფართოა, აუცილებელია ყველა რგოლმა აგოს პასუხი