შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ზოგიერთი “კეთილმოსურნისთვის”, დღეს საქართველოც ნანგრევებში იქნებოდა – ყველა სახელმწიფომ და ერმა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ინტერესები უნდა დააყენოს წინ

ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ზოგიერთი “კეთილმოსურნისთვის”, დღეს საქართველოც ნანგრევებში იქნებოდა – ყველა სახელმწიფომ და ყველა ერმა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ინტერესები უნდა დააყენოს წინ , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, იმ უსაფრთხოების არქიტექტურამ, რომელიც მანამდე იყო ჩამოყალიბებული, ვერ გაამართლა.
“2022 წლის თებერვლიდან ფაქტია, რომ იმ უსაფრთხოების არქიტექტურამ, რომელიც ჩამოყალიბებული იყო, ვერ იმუშავა. არათუ წვრილმანი კონფლიქტების არიდება ვერ შეძლო ამ სისტემამ და ამის მაგალითი საქართველოს არაერთხელ გამხდარა, არამედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომიც კი ვერ აირიდა თავიდან.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა უნდა გააკეთოს მან საკუთარი უსაფრთხოებისთვის. სწორედ იმით, რომ ჩვენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვიღებდით ამ პროცესის განმავლობაში, შევძელით მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ზოგიერთი “კეთილმოსურნისთვის”, დღეს საქართველოც ნანგრევებში იქნებოდა, ამიტომ, იმის გააზრება, რომ ყველა სახელმწიფომ და ყველა ერმა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ინტერესები უნდა დააყენოს წინ და ეს ინტერესები, როგორც წესი, ყველა ერისთვის არის ის, რომ ჰქონდეს მშვიდობა საკუთარ ტერიტორიაზე და ჰქონდეს საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მაღალი ტემპი. ამ ინტერესების თანხვედრის ძიებაა, საბოლოო ჯამში, საპარლამენტო დიპლომატიის ნაწილი და ამ მხრივ ჩვენ სრულად ვთანხმდებით თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომ ჩვენი ერების ინტერესებით უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ინტერესით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.